მეუფე ნიკოლოზი

"2 ტელეფონი აუცილებლად მჭირდება" – მეუფე ნიკოლოზს Iphone 12 Pro გადასცეს

ტელეკომპანია პირველი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზს, style-მა ახალი IPHONE 12 Pro გადასცა. 

როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, მოგზაურობას აპირებს და ტელეფონს ახალი ფილმის გადასაღებად გამოიყენებს. მისივე თქმით, საკუთარ ძველ ტელეფონსაც, Iphone 11 Pro-საც დაიტოვებს, ის Iphone 10-ის ადგილს დაიკავებს, რომელიც მანამდე ჰქონდა და, მისივე თქმით, დაზიანდა.  

"გაშლის კუთხე აქვს სრულებით სხვა და სრულებით სხვა შესაძლებლობები აქვს. ეს ტელეფონი და ის, რაც მაქვს, მჭირდება, რომ ბევრი მასალა გადავიღო და გავახარო ეს ხალხი". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 11 ოქტომბერს TV პირველის ეთერში თქვა, რომ მას iPhone 11 Pro აქვს და არა ბოლო მოდელი iPhone 12.

"კამერა ესაა იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro". – თქვა მიტროპოლიტმა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ ტექნიკის მაღაზიამ (iSTYLE) მზაობა გამოთქვა კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილისთვის ბოლო მოდელი iPhone 12 Pro ეჩუქებინა.

კომენტარები