NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს განახლებული პაკეტი შეთანხმდა

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ NATO-მ და საქართველომ დაამტკიცეს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი და NATO აფართოებს პოლიტიკურ მხარდაჭერას. 

"ჩვენ განვიხილეთ რეფორმის პროგრამები და ჩვენ ვაფართოებთ ჩვენ პრაქტიკულ მხარდაჭერას. მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს განახლებული, არსებითი NATO-საქართველოს პაკეტი, ვაფართოებთ ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას და მინისტრები დათანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი სიტუაციური ცნობიერების ამაღლება რეგიონში და გაძლიერდეს ჩვენი დიალოგი ორივე პარტნიორთან". – თქვა მან. 

განახლებულ პაკეტზე მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მხარეებს ჰქონდათ ეს შეხვედრა მინისტერიალის დონეზე აგზავნის ძალიან ნათელ მხარდაჭერის გზავნილს და NATO-ს ყველა მოკავშირისგან საქართველოსთვის, მისი სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის აჩვენებს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას - "ჩვენ ვუზრუნველყოფთ ორივეს, როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ ასევე, პრაქტიკულს და ჩვენ ამას ვაკეთებთ პაკეტის გაძლიერებით, რაც არის საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის, პარტნიორობის საფუძველი".

საქართველოზე საუბრის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება არის ის, რასაც ყველა მოკავშირის მხარდაჭერა სჭირდება.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, შავი ზღვის რეგიონში განალაგებს და ზრდის ძალებს. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ NATO პასუხობს NATO-ს ყოფნის გაძლიერებით ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში, რის მაგალითად მან მოიხმო გასული კვირის წვრთნა აშშ-ს საზღვაო გამანადგურებელთან ერთად შავ ზღვაში.

"საქართველო და უკრაინა არიან ნატოს ღირებული პარტნიორები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში. დღეს ჩვენ ხელახლა განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტზე". – თქვა მან.

კომენტარები