კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევიდან 1 676 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 591, აჭარაში – 525

armradio.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან 1 676 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 591, აჭარაში – 525. 

ქვემო ქართლში 351 შემთხვევაა, შიდა ქართლში - 294, გურიაში - 131, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 274, კახეთში - 166, მცხეთა-მთიანეთში - 134, სამცხე-ჯავახეთში - 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 260 ახალი შემთხვევა.

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები