კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 027 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 390 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 390 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.  

თბილისში 486 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 152, იმერეთში - 218. მართვით სუნთქვაზე თბილისში 206 ადამიანია, აჭარაში - 45, იმერეთში - 43. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 260 ახალი შემთხვევა.

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები