კეტრინ ო'ჰარამ საკულტო საახალწლო ფილმის Home Alone 2-ის ცნობილი სცენა გაიმეორა და ვიდეო Tik Tok-ზე გამოაქვეყნა.
მსახიობმა 1992 წელს გადაღებული ფილმის ის მომენტი გაიმეორა, როდესაც მისი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ შვილი - კევინი, რომლის როლსაც მაკოლეი კალკინი ასრულებს, კვლავ დაავიწყდათ და საახალწლოდ ფლორიდაში მის გარეშე გაფრინდნენ.
ვიდეოს, რომელიც კეტრინ ო'ჰარამ Tik Tok-ზე დაპოსტა, უკვე 3.5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.