არჩევნები 2020

ვოლსკი: ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობისას ჩვენებისთვის აუპატიურებდნენ

ტაბულა

"ერთი პედოფილიას უჭერს მხარს, მეორეს მმართველობის პერიოდში ჩვენებისთვის აუპატიურებდნენ". – ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე საუბრისას.

"ნახეთ, რა კონგლომერატი შეიქმნა და წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს - ვთქვათ, არ ვართ, ჰიპოთეტურად. ესენი რას უზამენ ქვეყანას, წარმოიდგინეთ.

ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და ფული პროსტიტუციით იშოვეთო, პირდაპირ გვეუბნება. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. არ მინდა ეს პათეტიკა. როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა ევროპული საქართველო დაირქვას, რომელთა მმართველობის მაღალ დონეზე ყოფნის პირობებში ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღო. ამას ევროპული სტანდარტი თუ ჰქვია, მაშინ შემისწორეთ. ეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის პარტია ან დანარჩენი 25 პარტია. ეს ხომ პარტია არ არის, ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები შეიკრიბნენ და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. ლელომ იმდენი მიიღო, რამდენიც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის, იმ ბანკირების, რომლებსაც ხალხთან აქვთ საქმე. ამბობენ, აი, ბიძინაც ხომ ბანკირია? ქართუ ბანკი იპოთეკურ სესხებს არ გასცემს. გადართულია დახმარებებზე და უშველებელი პროექტების კეთებაზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება". – ამბობს გიორგი ვოლსკი პალიტრანიუსთან. 

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შსს-ს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". – წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

კომენტარები