კორონავირუსი საქართველოში

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი COVID-19-ით გარდაიცვალა

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

"გუშინ, 2020 წლის 2 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული". – წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები