ბელარუსი

UNHCR ბელარუსს: გაათავისუფლეთ პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები

მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, მინსკს მოუწოდებს, ბელარუსში არჩევნების შემდეგ გამართული პროტესტის დროს ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი გაათავისუფლოს და დაპატიმრებულების წამების ან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაახლოებით 2000 საჩივარი გამოიძიოს. 

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 900-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის, ოპოზიციონერებს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს და აქტივისტებს, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. 

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს ევროკავშირმადიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

21 ნოემბერს შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, ბელარუსისთვის დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ეს ქვეყნებია უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.

კომენტარები