საპატრიარქო

მღვდელი ნიკოლოზი "შაირისთვის" მეუფე ნიკოლოზს ბოდიშს უხდის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს Facebook-ზე გამოქვეყნებული "შაირისთვის" საჯაროდ ბოდიშს უხდის. 

"გავიგე, რომ ჩემს კედელზე დადებული შაირის გამო, რომელიც აიფონს ეხებოდა, მეუფის კომენტარი იყო ასეთი, რომ არ დაინტერესებულა პოსტით და არ იცის მისი შინაარსი, მაგრამ გულით დამლოცა მეც და ჩემი ოჯახიც და სიკეთე გვისურვა. რაღაცნაირად შემრცხვა და რახან პოსტი საჯარო იყო, საჯაროდ ვითხოვ შენდობას ასეთი უხამსი ფორმით გამოხატული რეაქციის გამო". – წერს მამა ნიკოლოზი. 

"წყაროზე მოსმენილი გლეხური შაირი" მღვდელმა თავის Facebook-გვერდზე 2 დეკემბერს გამოაქვეყნა, რითიც ის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილისთვის ტექნიკის მაღაზიის მიერ iPhone 12 Pro-ს ჩუქებას გამოეხმაურა. 

"აქეთ შიმშილმა გაგვწყვიტა,
მანდეთა ცურავთ ქონშია;
პატივით გალაღებულებს
ჩაგი@ვით აიფონშია". – წერდა მამა ნიკოლოზი. 

კომენტარები