კორონავირუსი საქართველოში

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კორონავირუსით დაინფიცირდა და კლინიკაში მკურნალობს

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

"მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს ჯაღმაიძე.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ საქართველოში კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში ვითარდება და ეს "ღვთისმშობლის წილხვედრობის" დამსახურებაა. მისივე თქმით, “რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და ოხრობა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას, კაცო!".

კომენტარები