კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 570 ახალი შემთხვევა

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 636 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918  PCR ტესტით.

10 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 178 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 657  პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები