ჩემპიონთა ლიგის ბრაზილიური რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველი ტურის პირველ დღეს ტურნირის ერთ-ერთი საინტერესო რეკორდი გაუმჯობესდა: ერთბაშად 9 ბრაზილიელმა გაიტანა 9 გოლი, ერთი ეროვნების ამდენ მოთამაშეს კი აქამდე ერთდროულად ამდენი გოლი არ გაუტანია!

ლიგის ბრაზილიელთაგან გუშინ გოლები შეაგდეს პატუმ და ტიაგუ სილვამ (ორივე მილანი), გუსტავო მანდუკამ და აილტონმა (ორივე აპოელი), ჰალკმა და კლებერმა (ორივე პორტუ), დავიდ ლუიშმა (ჩელსი), ლუიშ ადრიანუმ (შახტარი) და რენან ბრეშანმა (ბატე).

ბრაზილიელებმა თავიანთი რეკორდი გააუმჯობესეს: 2000 წლის 27 სექტემბერს და 2007 წლის 12 დეკემბერს 8 ბრაზილიელმა 8-ჯერ გამოიჩინა თავი.

 

კომენტარები