ჯობსის გარდაცვალება

`Steve Jobs` by Walter Isaacson

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/stevjobs.png##fbimage#

ბიოგრაფიული წიგნი სტივ ჯობსის შესახებ ჯერ არ გამოსულა, მაგრამ უკანასკნელი 24 საათია ბესტსელერად ითვლება. ეფლის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი, გუშინ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2004 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ბიოგრაფიული წიგნის გამოცემა 2012 წლის მარტში იგეგმებოდა, თარიღი ორჯერ შეიცვალა, ჯერ 21 ნოემბერი დასახელდა ხოლო ჯობსის გარდაცვალების შემდეგ თარიღი კვლავ შეცვალეს და საბოლოოდ ეფლის დამფუძნებლის ბიოგრაფიული წიგნი 24 ოქტომბერს გამოვა.

უოლტერ ისააკსონმა თავდაპირველად საკუთარ ნაშრომს „iSteve” უწოდა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ისააკსონმა სახელი შეცვალა - "Steve Jobs".

ჯობსის გარდაცვალების შემდეგ "Steve Jobs" ამაზონზე #1 მოთხოვნად წიგნად ფიქსირდება






კომენტარები