საქართველო-ირლანდია

მიხეილ სააკაშვილი ემონ გილმორს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ ემონ გილმორს შეხვდა.

ბათუმში გამართულ სამუშაო ლანჩზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

მიხეილ სააკაშვილმა და ემონ გილმორმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს და კონფლიქტურ ზონებში არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. საუბარი ეხებოდა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობებსაც. 

ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნის ფარგლებში იმყოფება. 

კომენტარები