ყადაღა

ქეთი დოლიძეს ბანკ ქართუში ანგარიში დაუყადაღეს

რეჟისორ ქეთი დოლიძეს ბანკ ქართუში პირადი ანგარიში დაუყადაღეს.

მის ანგარიშს ყადაღა გუშინ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაედო.

,,ჩემი ანგარიშის დაყადაღება 5 წლის წინანდელი საქმის გამო მოხდა. მაშინ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, რის გამოც ორი ქალბატონისგან სესხი ავიღე. თანხა სრულად დავაბრუნე, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა იჩივლა და ამტკიცებს, რომ სესხი არ დამიფარავს. საქმეში დევს გადახდილი ქვითრებიც, გარდა ერთისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, არც არის გასაკვირი, რომ დაიკარგა. სწორედ ამ ერთი ქვითრის გამო საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5 ათასი ლარის გადახდა დამაკისრა. ბუნებრივია მას არ გადავიხდი.’’-განაცხადა ქეთი დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ბანკ ქართუს პირად ანგარიშზე, დაყადაღების მომენტში მას არანაირი თანხა არ ჰქონდა. 

კომენტარები