NDI

საქართველოს NDI-ის დელეგაცია ეწვია

საქართველოში ვიზიტით ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია იმყოფება. NDI-ის წარმომადგენლების მიზანს საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასება წარმოადგენს.

დელეგაციის წევრები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და მასში შედიან – მისურის შტატის მდივანი (შტატში არჩევნებზე პასუხისმგებელი არჩეული თანამდებობის პირი) რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი (2006-2010), NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების საფუძველზე დელეგაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

29 ივნისს, NDI-ის წარმომადგენლები ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებენ.

 

 

კომენტარები