ისრაელი

ვლადიმირ პუტინი ისრაელს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლოაღმოსავლური ტურნის ფარგლებში ისრაელში ჩავიდა, სადაც ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

ვიზიტის მთავარ თემებად სირიის კონფლიქტი და ირანის ბირთვული პროგრამა სახელდება. მოლაპარაკებებზე ასევე განიხილება რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები.

ვლადიმირ პუტინი ისრაელის პრეზიდენტთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ მემორიალის გახსნას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრ ბენიამენ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ირანისა და სირიის პრობლემების მოგვარების გზას მხოლოდ მოლაპარაკებებში ხედავს,

რუსეთის პრეზიდენტი დღეს პალესტინას ეწვევა, რის შემდეგაც იორდანიაში გაემგზავრება.

ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი იერუსალიმში 2005 წელს გაიმართა. 

კომენტარები