ნატო

პაკისტანმა ნატოს სატრანზიტო გზა აღუდგინა

ისლამაბადმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ავღანეთში ტვირთის ტრანზიტისთვის საზღვრები კვლავ გაუხსნა. დღეიდან ნატო ავღანეთში მომსახურე სამხედრო ძალებს სხვადასხვა საგნებს პაკისტანის ტერიტორიის გავლით მიაწვდის.

BBC-ის ინფორმაციით, ისლამაბადმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონის სახელით პაკისტანს ოფიციალური ბოდიში მოუხადა.

ისლამაბადმა ალიანსს სატრანზიტო გზა მას შემდეგ ჩაუკეტა, რაც ნოემბერში ნატოს ჯარების მიერ განხორციელებული შემთხვევითი რეიდისას 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

გამოცემის ცნობით, ნატოს პირველმა სატვირთო მანქანებმა დღეს დილით პაკისტანის ტერიტორიის გავლით ავღანეთის საზღვარი უკვე გადაკვეთეს.

 

კომენტარები