საქართველო-აზერბაიჯანი

ვანო მერაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, აზერბაიჯანის პრეზედენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ ვანო მერაბიშილმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში, აზერბაიჯანში შედგა.

შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტი შესაძლებლობებს იძლევა, მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ ერთხელ განიხილონ.  

კომენტარები