ქართული ოცნება

კოალიცია ქართული ოცნების მორიგი აქცია 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება

კოალიცია ქართული ოცნების მორიგი აქცია 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციებს შორის დროის დიდი შუალედი უკავშირდება ქართული ოცნების შუალედურ პროქეტებს, რომლებსაც კოალიცია 5 აგვისტომდე განახორციელებს.

დღესვე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის 12 კანდიდატი წარადგინა.

კოალიცია ქართული ოცნების სახელით საპარლამენტო მანდატების მოპოვებისთვის ივრძოლებენ: გურჯაანში- მანანა ბერიკაშვილი, თელავში- გელა სამხარაული, აბაშაში- ირაკლი საბულუა, სენაკში- გურამ ოდიშარია, ფოთში- ეკა ბესელია, ლენტეხში- გია გაზდელიანი, ბათუმში- მურმან დუმბაძე, ქედაში- დავით ანანიძე, ქობულეთში- ქიბარ ხალვაში და ფატი ხალვაში, შუახევში- შოთა ზოიძე, ხულოში- ზია საგინაძე და ხელვაჩაურში- როსტომ ხალვაში. 

კომენტარები