2011 წელი

მეზობლობის 20 წელი

1991

16 დეკემბერი

თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო.

 

21 მაისი

თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.

17 ივნისი

დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა საქართველოსა და სომხეთს შორის.

30 ივნისი

თურქეთის პრემიერმინისტრის სულეიმან დემირელის პირველი ვიზიტი საქართველოში. გაფორმდა რიგი ხელშეკრულებები, მათ შორის – მეგობრობისა და თანამშრომლობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

18 ნოემბერი

დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

 

1993

თებერვალი

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. მისი ერთ-ერთი პირობის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის სომხეთში რეექსპორტს არ განახორციელებდა.

 

9 მარტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პირველი ვიზიტი საქართველოში. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. ამავე ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობაზე.

8 ივნისი

სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პირველი ვიზიტი საქართველოში. საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები სამცხე-ჯავახეთში ჩავიდნენ.

1999

17 აპრილი

საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტებმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი საზეიმოდ გახსნეს.

ნოემბერი

სტამბოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ.

 

2001

30 სექტემბერი

ბაქოში ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.

ოქტომბერი

ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ. ედუარდ შევარდნაძემ და რობერტ კოჩარიანმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ.

 

2003

27 ივნისი

საქართველოში ვიზიტით მყოფმა რობერტ კოჩარიანმა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი დააყენა.

 

2004

4 მარტი

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი ბაქოში. ლიდერებმა დაგმეს სეპარატიზმი, ხაზი გაუსვეს ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

 

14 აპრილი

ერევანში სტუდენტების აქცია მოეწყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის მოთხოვნით.

28 აპრილი

თბილისში, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის არტურ ბაღდასარიანისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა შედგა. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე, ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის სადავო ტაძრების საკითხის შესასწავლად.

25 მაისი

ბაქოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. პარალელურად, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.

31 აგვისტო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა „ეკონომიკურად უაზრო” უწოდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს და განაცხადა, რომ სომხეთი ყველანაირად შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროექტის განხორციელებას.

 

4 თებერვალი

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 დღემდე ვიზიტებზე სავიზო რეჟიმი გააუქმა.

6 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის ტერიტორიაზე აგარაკ-ტაშირის ეპარქიის აღდგენის შესახებ. ამას სომხური ეკლესიის პროტესტი მოჰყვა.

7-9 თებერვალი

თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის შესახებ. თბილისში ჰეიდარ ალიევის მემორიალი გაიხსნა. სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა გახსნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი, რომელიც თურქული კომპანია TAV-Urban-ის ინვესტიციით აშენდა.

8 ივლისი

რუსეთმა ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რემონტის საბაბით დაკეტა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ივლისი

თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

 

2007

17 მარტი

საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანი გახდა. ენერგეტიკის მინის-ტრმა ნიკა

გილაურმა ამ ფაქტს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოებისათვის ისტორიული მომენტი უწოდა.

27 მარტი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქართულ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის დელიმი-ტაციის კომისიის თანათავმ-ჯდომარე ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის მონასტერი კავკასიელი ალბანელების კულტურული მემკვიდრეობაა და აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეული მისი ნაწილი საქართველოს არ უნდა გადაეცეს. ამან თბილისის უკმაყოფილება გამოიწვია.

25 მარტი

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზი-დენტებმა ბაქო-

თბილისი-ერზერუმის გაზსადენი საზეიმოდ გახსნეს.

21 ნოემბერი

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზი-დენტებმა სოფელ მარაბდაში გახსნეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა.

2008

25 ივლისი

სომხეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს სამცხე-ჯავახეთში შექმნილ მდგომარეობას. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამართალ-დამცავებმა ორგანიზაცია ერთიანი ჯავახკის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა.

9 აგვისტო

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა.

12 აგვისტო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ნავთობის გადაზიდვა უსაფრთხოების მოტივით შეწყდა.

14 აგვისტო

საქართველოს თურქეთის პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეწვია. მან გაახმოვანა ახალი ინიციატივა – კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის პლატფორმა, რომელიც მანამდე რუსეთის პრეზიდენტთან განიხილა. ერდოღანმა საქართველოს თურქეთის მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ ანკარა თბილისს ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში დახმარებას გაუწევდა.

16 აგვისტო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კასპის რაიონში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რის გამოც შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და ტრანზიტი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიმოსვლა 1 სექტემბერს აღდგა.

21 აგვისტო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაქო საქართველოში სტაბილურობის აღდგენითაა დაინტერესებული, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

26 აგვისტო

თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან შეშფოთებულია ბოლო მოვლენების გამო და რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანია.

სექტემბერი

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ერევანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს.

1 ოქტომბერი

სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა განაცხადეს ახალი ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც სომხეთიდან აჭარაში საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

2009

6 ივნისი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ საქართველო თავისი „სატრანზიტო მონოპოლიით სარგებლობს”.

25 ივნისი

ერევანში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა „დაუყოვნებლივ გახსნას” ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, როგორც კი ამას რუსეთი გააკეთებს. სერჟ სარგსიანმა ქართველ კოლეგას ქვეყნის ეროვნული ჯილდო გადასცა.

1 სექტემბერი

სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება, სხვა ნაბიჯებთან ერთად, „გააძლიერებს მეგობრობას” საქართველოსა და სომხეთს შორის.

 

1 მარტი

გაიხსნა ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რამაც სომხეთს რუსეთთან სახმელეთო კავშირის აღდგენის შესაძლებლობა მისცა.

19 ივლისი

სააკაშვილმა ბათუმში ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ”.

6 დეკემბერი

საქართველომ და თურქეთმა შეიმუშავეს შეთანხმების პროექტი ისტორიული ძეგლების აღდგენის შესახებ. თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკის, ხანძთის, იშხნის და ოთხთას რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთი უნდა აღდგეს და ბათუმში ხელახლა აშენდება ისტორიული აზიზიეს მეჩეთი.

 

22 იანვარი

საქართველოს პრეზიდენტი ერევანს ეწვია. სააკაშვილი და სარგსიანი სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმდნენ. სერჟ სარგსიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სომხეთს „შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან” რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

31 მაისი

მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სარფის გამშვები პუნქტი მოინახულეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმის შესახებ – მხოლოდ პირადობის

მოწმობების წარდგენით.

10 ივნისი

საქართველოს სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე ეწვია. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და პრეზიდენტს შეხვდა. მთავარი საკითხები საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსი და ექვსი სომხური ტაძრის სომხური ეკლესიისთვის დაბრუნება იყო. საპასუხოდ, ქართულმა ეკლესიამ სომხეთში ისტორიული ქართული ტაძრების გადმოცემისა და ქართული ეკლესიისთვის სომხეთის იურიდიული სტატუსის საკითხები დასვა. როგორც შეხვედრის

შემდეგ ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, ამ საკითხების მოგვარებას დრო დასჭირდება. პატრიარქმა ბრძანა, რომ გარეგინ მეორე „ახალგაზრდაა და მეტი გამოცდილება სჭირდება”.

5 ივლისი

საქართველოს საგარეო უწყებამ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის ინიცირებით მიღებულ რეზოლუციას (დევნილთა დაბრუნების მოთხოვნით) სომხეთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

6 ივლისი

სომხური ეკლესია მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმად რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაცია შეეძლებათ.

7 მარტი

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვია და მეჯლისში სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, მან და ალიევმა მოილაპარაკეს, ერთობლივი განაცხადი წარადგინონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

16 მაისი

სომხური ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ შეშფოთება გამოთქვა თბილისის სურბ ნშანის ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სომხური ტაძრების კუთვნილებისა და მათი რეაბი-ლიტაციის საკითხები გადაწყვიტოს.

6 მაისი

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერთან ჩადგნენ და მონასტერში მომლოცველები აღარ შეუშვეს. ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა

20 მაისს

საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს აზერბაიჯანის საელჩოსთან. ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, საქართველოს მხრიდან მომლოცველებს და ტურისტებს უდაბნოს მონასტერში თავისუფლად შესვლის საშუალება მიეცემოდათ, ამ ტერიტორიას კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღარ გააკონტროლებდნენ.

25 მაისი

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ში განაცხადი შეიტანა საქართველოსთან ერთად ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე.

11 ივნისი

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, მათ შორის, ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები