საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად დავით ქევხიშვილი აირჩიეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად, ხმების უმრავლესობით, დავით ქევხიშვილი აირჩიეს. ყრილობაზე დავით ქევხიშვილის გარდა, კიდევ ორი კანდიდატურა განიხილებოდა - თემურ ხუბულური და ირაკლი ცირეკიძე, თუმცა ყრილობის მიმდინარეობისას ორივე მათგანმა კანდიდატურა ქევხიშვილის სასარგებლოდ მოხსნა. პრეზიდენტის განცხადებით, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას მამუკა ყიზილაშვილი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ქევხიშვილი ქართული ოცნების წევრია და ყვარლის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა. უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ წამოწეულ სპორტის დეპოლიტიზაციის საკითხს, ეს ფაქტი ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს.

კომენტარები