საგარეო ურთიერთობები

ეკა ტყეშელაშვილი: საქართველოსადმი ევროპაში არსებობს დიდი მეგობრული ინტერესი

დღეს, 13 დეკემბერს, სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე. მასში ქართველების გარდა, შვედეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. 
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა  სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ევროპა ძალიანაა დაინტერესებული საქართველოში პროცესები სწორად წარიმართოს, რათა ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული გზით სვლა და საბოლოოდ მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს. 
"მთავარი მესიჯი იყო ის, რომ საქართველოსადმი ევროპაში არსებობს დიდი მეგობრული ინტერესი. ევროპა ჩვენ ახლო მეგობრად მოგვიაზრებს და სურს, რომ საქართველო საქმით იყოს წარმატებული და ევროპული ოჯახის წევრობის ღირსი. ჩვენ უკუსვლის ნაცვლად წინ უნდა წავიდეთ, რათა ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი", – განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

კომენტარები