სტალინი

თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი აღადგინეს

ზემო ალვანში სტალინის ძეგლის აღდგენის შემდეგ, კახეთში ადგილობრივებმა მისი ბიუსტი აღადგინეს თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც, დიდების მემორიალთან. ბიუსტის დემონტაჟი ორი წლის წინ მოხდა. იგი დაზიანებული იყო და ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, ბადრი გოგიაშვილი, თავის სახლში ინახავდა.

“ჩემი ახლობელისგან შევიტყვე, რომ ეს ძეგლი უნდა დაემტვრიათ და გამაფრთხილა, შენთან შევინახოთო. წავიღეთ და ორი წელი იყო ჩემთან. ახლა მთავრობა რომ შეიცვალა, აღარ გვეშინია. გამოვიტანეთ და დავდგით, ხალხიც გახარებულია”, - აცხადებს ის.

 

კომენტარები