რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ფანჯიკიძე: საქართველო-რუსეთის საზღვარზე მონიტორინგის საკითხზე საუბარი მალე შეგვეძლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის საკითხზე კონკრეტული საუბარი მალე იქნება შესაძლებელი. 

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ამ საკითხს ვსწავლობთ და მალე ალბათ შეგვეძლება უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის საზღვრებზე არსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მონიტორინგის განხორციელებას, საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. ამ შეთანხმების თანახმად, მონიტორები უნდა განთავსდნენ ლარსის, როკისა და ფსოუს პუნქტებზე.

აღნიშნული შეთანხმების საშუალებით რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება შეძლო. 

 

კომენტარები