ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერის მმართველად დირიჟორი გიორგი ჟორდანია დაინიშნა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალ მმართველად გიორგი ჟორდანია წარადგინა
მინისტრის განცხადებით, იმ კანდიდატებს შორის, რომელიც ოპერის მმართველის თანამდებობაზე განიხილებოდნენ, გიორგი ჟორდანიამ ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარების ყველაზე მისაღები კონცეფცია წარადგინა. ოდიშარიას თქმით, დირიჟორის მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, სწორედ იგი დაინიშნა მმართველის თანამდებობაზე.

კომენტარები