პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: სახელმწიფო მოწყობაზე კოალიციაში ჯერ კონსენსუსი არ არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული თუ რომელ სისტემას ანიჭებენ უპირატესობას, საპრეზიდენტოს თუ საპარლამენტოს. ივანიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, თავისუფალი დემოკრატები კი საპრეზიდენტოსი. პრემიერის თქმით, კოალიცია შეთანხმებას კონსენსუსის გზით მიაღწევს.

პრემიერის თქმით, ის მიესალმება ოპოზიციის ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვადამდე ამოქმედდეს. თუმცა, მისი აზრით, კონსტიტუციის გადახედვა მაინც აუცილებელია. ივანიშვილის განცხადებით, კონსტიტუცია გაუგონარ ნორმას შეიცავს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის დანიშვნა შეუძლია. მისი თქმით, მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ნორმა არ არსებობს.

კომენტარები