საქართველოში 9 მაისი აღინიშნება

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. საფლავი ყვავილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა შეამკეს. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი აღნიშნავს. აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უკრაინა. ბალტისპირეთის ქვეყნები ამ დღეს არ აღნიშნავენ, ხოლო დასავლური ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვებას ერთი დღით ადრე, 8 მაისს ზეიმობენ. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია აქვს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გიორგი კანდელაკს.

კომენტარები