პრეზიდენტობის კანდიდატები

ივანიშვილი: ბურჯანაძე მარგველაშვილს კონკურენციას ვერ გაუწევს

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბარში, კომენტარი პრეზიდენტობის კანდიდატებზეც გააკეთა.

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილის კონკურენტი ვერ იქნება და ქართული ოცნების კანდიდატს კონკურენციას "ვერც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გაუწევს".

"ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს დაამარცხებს ნინო ბურჯანაძეც და სხვა ნებისმიერი კანდიდატიც, რომელიც საზოგადოების მხრიდან დასახელდება. ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილს რეალური კონკურენტი არ ჰყავს და ის არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ჩვენ ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე, წესიერ არჩევნებს და ყველას მიეცემა საშუალება, საკუთარი თავი გამოამჟღავნოს. გადაწყვეტილებას კი ამომრჩეველი მიიღებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, სახალხო კრებამ, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. 

კომენტარები