ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა

ახალი ძველი პარტია

მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თ­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ა­ა. მაგ­რამ მი­სი სა­მო­მავ­ლო გა­დარ­ჩე­ნა და, მით უმე­ტეს, წარ­მა­ტე­ბა სუ­ლაც არ არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არ უნ­და იყოს ზე­წო­ლა, რა­საც ის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი მომ­ხ­რე­ე­ბი­სა­გან გა­ნიც­დის.

ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ამ პარ­ტი­ის წარ­მა­ტე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს გა­უ­ხარ­დე­ბათ. მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რად, ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მ­ნის პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას წა­ად­გე­ბა. ამი­ტომ სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მომ­ხ­რე და ამომ­რ­ჩე­ვე­ლი იყო, რომ მის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში დარ­ჩე­ნას გულ­შე­მატ­კივ­რობ­დე.

რა არის პარ­ტი­ა?

და­ვა­ზუს­ტებ: ნამ­დ­ვილ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად ქცე­ვის შან­სი ნაც­მოს (მოდი, ამის შემ­დეგ ამ შე­მოკ­ლე­ბას ვიხ­მარ) მხო­ლოდ ოქ­ტომ­ბ­რის არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბის შემ­დეგ მო­ე­ცა. თუ ის მას გა­მო­ი­ყე­ნებს, ის იქ­ცე­ვა პირ­ველ სრულ­ფა­სო­ვან პარ­ტი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში (პირველი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის პარ­ტი­ებს ახ­ლა არ შე­ვე­ხე­ბი).

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე, ის იყო საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებ­და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ნე­გა­ტი­უ­რი მო­ტი­ვით: „საქართველო შე­ვარ­დ­ნა­ძის გა­რე­შე". ამ ნიშ­ნით, ის დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და „ქართული ოც­ნე­ბის­გან", რომ­ლის პა­თო­სი დღე­საც ამო­ი­წუ­რე­ბა ემო­ცი­ით „ძირს ნა­ცე­ბი". გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არის: მა­შინ­დე­ლი ნაც­მოს ბირ­თ­ვი გა­ცი­ლე­ბით ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი იყო, ვიდ­რე მო­რა­ლუ­რად და იდე­ო­ლო­გი­უ­რად სრუ­ლი­ად ამორ­ფუ­ლი „ოცნება". მაგ­რამ ეს ძი­რი­თა­დად ელი­ტურ წრე­ებ­ში იცოდ­ნენ: „უბრალო ხალ­ხის­თ­ვის" მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­პუ­ლის­ტუ­რი ლო­ზუნ­გე­ბი და და­პი­რე­ბე­ბი ჰქონ­და, რაც ტი­პო­ლო­გი­უ­რად სავ­სე­ბით შე­ე­და­რე­ბა „ოცნების" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დის­კურსს.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მან გა­ი­ზი­ა­რა წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ბე­დი და იქ­ცა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ად, ანუ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ბერ­კე­ტებს შე­ე­ზარ­და. სა­კუთ­რივ პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მი იყო, რო­მელ­საც მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რის ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ევა­ლე­ბო­და – ხო­ლო, თა­ვის მხრივ, პო­პუ­ლის­ტუ­რი „საპიარო" გზავ­ნი­ლე­ბი ხში­რად აც­დე­ნი­ლი იყო მთავ­რო­ბის რე­ა­ლურ ქმე­დე­ბებს. პარ­ტი­ა­ში ძი­რი­თა­დად სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის მო­ტი­ვით შე­დი­ოდ­ნენ, თუმ­ცა ის თით­ქ­მის არ ას­რუ­ლებ­და სამ­თავ­რო­ბო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის ბუ­ნებ­რივ ამო­ცა­ნას (ხელისუფლების ად­გი­ლობ­რი­ვი, ანუ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით): მარ­თ­ლა გავ­ლე­ნი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი სულ სხვა გზით ხვდე­ბოდ­ნენ. მოკ­ლედ, პარ­ტი­ას არა­ვი­თა­რი რო­ლი არ ჰქო­ნია სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ნამ­დ­ვი­ლი პარ­ტია იყო „გუნდი", ანუ მცი­რე გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი ჯგუ­ფი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ნაც­მო არ ყო­ფი­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ვის ოპო­ზი­ცი­ურ ან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ში. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია ის­ტო­რი­უ­ლი ნი­შან­ს­ვე­ტი­ა: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლის უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი, ანუ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უფ­რო ხა­ვერ­დო­ვა­ნი ცვლა, იმ კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ – მრა­ვა­ლი ნაკ­ლის თუ არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად – სა­ქარ­თ­ვე­ლო პირ­ვე­ლად აქ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სა­ხელ­მ­წი­ფოდ, რი­თაც თვი­სობ­რი­ვად ახალ ეტაპ­ზე აიყ­ვა­ნა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ არ­ცერთ ამ ეტაპ­ზე ნაც­მო არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მი­ნი­მა­ლურ მოთხოვ­ნებს. ის არ ყო­ფი­ლა ფარ­თო და ღია ორ­გა­ნი­ზა­ცია ასე თუ ისე გარ­კ­ვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის და პრინ­ცი­პე­ბის გარ­შე­მო, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ მათ გა­მო უჭე­რენ მხარს.

იქ­ნებ სხვა პარ­ტი­ე­ბი გვყო­ლია ასე­თი? არა. რეს­პუბ­ლი­კე­ლებს აქვთ ამის პრე­ტენ­ზი­ა, მაგ­რამ უსა­ფუძ­ვ­ლოდ. არ მინ­და, ვინ­მეს რა­მე კარ­გი და­ვუ­კარ­გო: რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი სა­მარ­თ­ლი­ა­ნად ამა­ყო­ბენ, რომ საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბა ისე, რომ რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რიც კი შე­იც­ვა­ლეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა­ა. მაგ­რამ ისი­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ა, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლად არა­სო­დეს შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ ამომ­რ­ჩევ­ლის­თ­ვის და მხო­ლოდ ელი­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრო­კე­რის რო­ლით იფარ­გ­ლე­ბოდ­ნენ (ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი 2008 წლის გა­ზაფხულ­ზე და­უშ­ვეს, მაგ­რამ მა­ში­ნაც ვერ აგ­ვიხ­ს­ნეს, რა­ტომ გა­და­უხ­ვი­ეს თა­ვის გე­ნე­რა­ლურ ხაზს).
აქამ­დე ყვე­ლა­ზე ახ­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მოთხოვ­ნებ­თან ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი იდ­გ­ნენ: და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­დ­ნენ, რა­ღაც იდე­ო­ლო­გი­ის მაგ­ვა­რიც ჰქონ­დათ და შე­და­რე­ბით მყა­რი ამომ­რ­ჩე­ვე­ლიც. მაგ­რამ... კარ­გი, რა. ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი რომ გე­ყო­ლე­ბა ყვე­ლა­ზე წინ წა­სულ პარ­ტი­ად, ეს უკ­ვე ქვეყ­ნის დი­აგ­ნო­ზი­ა, თან საკ­მა­ოდ მძი­მე. ეს იყო პარ­ტი­ა­-ა­ნეკ­დო­ტი ან პარ­ტია-­მ­ცი­რე ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ა-­მი­ლი­არ­დერ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დევ­ნა.

რის ხარ­ჯ­ზე უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს პარ­ტი­ა?

ის, რომ, წი­ნა სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კე­ტე­ბის და­კარ­გ­ვის შემ­დეგ არ დაშ­ლი­ლა და თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, თით­ქ­მის ისე­თი­ვე რი­გის პო­ლი­ტი­კუ­რი სენ­სა­ციაა ჩვენ­თ­ვის, რო­გორც თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბით შეც­ვ­ლა. რით შეგ­ვიძ­ლია მი­სი ახ­ს­ნა?

პირ­ვე­ლი და უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი, რა თქმა უნ­და, თვით მთავ­რო­ბის არ­ჩევ­ნე­ბით და არა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბით შეც­ვ­ლის ფაქ­ტი­ა. ნაც­მოს აქვს საკ­მა­ოდ დი­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­პუ­ტა­ცი­ა, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ხელ­ფასს უხ­დის ოპო­ზი­ცი­ის ფუნ­ქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში. ჰო­და, რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლებს?

ოღონდ ჩვენს პი­რო­ბებ­ში ეს ახ­ს­ნა არ არის საკ­მა­რი­სი. ფორ­მა­ლუ­რად, ოქ­ტომ­ბერ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად (პირველ რიგ­ში, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა ფსი­ქი­კას ვგუ­ლის­ხ­მობ) ეს მა­ინც რე­ვო­ლუ­ცია იყო: ხალ­ხ­მა და­ა­მარ­ცხა ბო­რო­ტი ძა­ლა და მის ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბას ელის. ჩამ­რეცხა­ვე­ბი უნ­და ჩა­ი­რეცხონ. ცალ­კე აღე­ბულ და­თო უსუ­ფაშ­ვილს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ოპო­ზი­ცი­ის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას არ აღი­ა­რებს და აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს მის გას­რე­სას, თუმ­ცა ისიც უნ­და, ფორ­მა­ლუ­რი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის საზღ­ვ­რე­ბი და­იც­ვას.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი იდენ­ტო­ბის და ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი და ხელ­ფა­სი არ ეყო­ფა. რა­ტომ არ გა­და­დი­ან და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის მხა­რე­ზე ან რა­ტომ არ იმა­ლე­ბი­ან სო­რო­ებ­ში? ცხა­დი­ა, ბევ­რი ასეც მო­იქ­ცა, ზო­გი თა­ვი­სით და ზო­გიც ზე­წო­ლის ქვეშ, მაგ­რამ ჩვენს პი­რო­ბებ­ში ეს არ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს. გა­საკ­ვი­რი ისა­ა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა რჩე­ბა ან­გა­რიშ­გა­სა­წევ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად.

რა აერ­თი­ა­ნებს პარ­ტი­ას 9-წლიანი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ, და რა არის ის ძლი­ე­რი მხა­რე, რაც სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბის იმედს შე­იძ­ლე­ბა აძ­ლევ­დეს? პირ­ველ რიგ­ში, მას აქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ გა­აჩ­ნია გა­მოკ­ვე­თი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი და ამ ნიშ­ნით აღე­მა­ტე­ბა თა­ვის ყვე­ლა ოპო­ნენტს. არ­ც­თუ უსა­ფუძ­ვ­ლოდ: „ოცნების" იდე­ო­ლო­გი­ურ აჯაფ­სან­დალს თუ შევ­ხე­დავთ, ნაც­მო ნამ­დ­ვი­ლად უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ეს ასე თუ ისე გა­მოკ­ვე­თი­ლი მე­მარ­ჯ­ვე­ნე-­ცენ­ტ­რის­ტუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ა; მი­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია ქვეყ­ნის და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ხელ­საყ­რელ კონ­ტ­რასტს ქმნის ივა­ნიშ­ვილ­-­მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ეჭ­ვო გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას­თან.

მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ეს პარ­ტი­ის სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის? თავს ნუ მო­ვიტყუ­ებთ. ის, რომ ჩვე­ნი პარ­ტი­ე­ბი ლი­დე­რე­ბის და ფუ­ლის, და არა ხედ­ვე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო ჩნდე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თვით პარ­ტი­ე­ბის კი არა, ამომ­რ­ჩევ­ლის ბრა­ლი­ა: რა მოთხოვ­ნა­ცა­ა, ის მი­წო­დე­ბა­ა. ხალ­ხის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა იდე­ე­ბის და პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით არ აძ­ლევს ხმას. გარ­და ამი­სა, მე­მარ­ჯ­ვე­ნე ცენ­ტ­რიზ­მი, ანუ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მის სინ­თე­ზი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის მომ­გე­ბი იდეა არ არის. პი­რი­ქით, ჩვენ­თან მუ­შა­ობს მე­მარ­ცხე­ნე ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­პუ­ლიზ­მის შე­ზა­ვე­ბა კულ­ტუ­რულ კონ­სერ­ვა­ტიზ­მ­თან (სწორედ ამით მო­ი­გო არ­ჩევ­ნე­ბი „ოცნებამ"). ამას ვერ­სად გა­ექ­ცე­ვი. მკა­ფიო პრინ­ცი­პე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ადა­მი­ან­თა ბირ­თ­ვი სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი.

ბრენ­დი და „რებრენდინგი"

მთა­ვა­რი, რაც ნაც­მოს „ბრენდს" გან­საზღ­ვ­რავს და მის მომ­ხ­რე­ებს (და არამ­ხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ ბირთვს) აერ­თი­ა­ნებს, არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა, უფ­რო სწო­რად, ის ობი­ექ­ტუ­რი მიღ­წე­ვე­ბი, რაც მას 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ ის­ტო­რი­ა­ში. „ოცნების", რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლის, შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნა­ად­რე­ვი იყოს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ეტყო­ბა, რომ ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლი­ა. თუ ასე­ა, გო­ნივ­რუ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ხალ­ხი ამ კონ­ტ­რასტს და­ი­ნა­ხავს, სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სებს და შე­სა­ბა­მის სა­არ­ჩევ­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

რო­გორც ჩანს, ნაც­მოს დღე­ვან­დე­ლი სტრა­ტე­გია სწო­რედ ამ დაშ­ვე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბა: მან უბ­რა­ლოდ, უნ­და მო­ი­ცა­დოს, სა­ნამ ხალ­ხი ცხა­დად და­ი­ნა­ხავს „ოცნების" უუნა­რო­ბას და ისევ მას და­უ­ძა­ხებს. თუ ასე­ა, ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა პარ­ტი­ის ბირ­თ­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ა. რო­გორც ჩანს, ანა­ლო­გი­უ­რი მო­ლო­დი­ნი „ოცნებასაც" აქვს, ოღონდ მი­სი მხრი­დან ამას ში­ში ჰქვი­ა: „ვაიმე, კი­დევ ესე­ნი არ დაბ­რუნ­დ­ნენ". სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნაც­მოს სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას, სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, ზო­გა­დად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი­ა, მაგ­რამ ისევ არა­საკ­მა­რი­სი. ნაც­მო თავს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, თუ არ გან­ვი­თარ­და და წინ არ წა­ვი­და. „დაბრუნებული" ნაც­მო პრინ­ცი­პუ­ლად სხვა უნ­და იყოს.

ოღონდ, ესგან­ვი­თა­რე­ბა არ გუ­ლის­ხ­მობს ე. წ. რებ­რენ­დინგს, რო­მელ­ზეც ამ­დენს ლა­პა­რა­კო­ბენ. ჩე­მი აზ­რით, „ახალი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც 19 აპ­რილს გა­მოგ­ვიცხა­დეს, ძა­ლი­ან სუს­ტი იდეაა და არა მგო­ნი­ა, მას მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს. რას ნიშ­ნავს ეს? „ნაციონალური" „ეროვნულით" შევ­ც­ვა­ლეთ – რა, მე­რე?

ასე­ვე, გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რი ვერ იქ­ნე­ბა გულ­ში მჯი­ღის ცე­მა და რი­ტუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ნი­ე­ბა. ცხა­დი­ა, ნაც­მოს საკ­მა­რი­სი შეც­დო­მე­ბი ჰქონ­და და მათ აღი­ა­რე­ბა და გა­აზ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ წარ­სულ შეც­დო­მებ­ზე ლა­პა­რა­კის მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ ზო­გა­დი დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა: „აი, ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი თვით­კ­რი­ტი­კუ­ლე­ბი ვართ", არა­მედ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ანა­ლი­ზი სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ის გან­სა­საზღ­ვ­რად.

რა უნ­და და­იძ­ლი­ოს?

პრობ­ლე­მე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი და კონ­კ­რე­ტუ­ლია და ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სინ­დ­რო­მე­ბის დაძ­ლე­ვას­თან, რაც ნაც­მოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან გად­მოჰ­ყ­ვა. რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს გა­მოვ­ყოფ.

გა­ფარ­თო­ე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ნაც­მო მოქ­მე­დებ­და სქე­მით: ჯერ პა­ტა­რა ბირ­თ­ვი პა­ტა­რა და­ხუ­რულ ოთახ­ში ად­გენს გეგ­მას, შემ­დეგ კი ხალხს უძა­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად. და­ძა­ხე­ბა ხდე­ბო­და საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი გზავ­ნი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, იმი­ტომ რომ ხალხს მხო­ლოდ მარ­ტი­ვი (არ მინ­და ვთქვა „პრიმიტიული") აზ­რე­ბი ეს­მის. შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლია პარ­ტი­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. მეც მეს­მის, რომ მარ­ტი­ვი „მესიჯ-ბოქსების" გა­რე­შე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ანუ მა­სობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა არ გა­მო­დის. მაგ­რამ ნაც­მოს ძი­რი­თა­დი სი­სუს­ტე იყო ის, რომ ის არ მუ­შა­ობ­და (ან თით­ქ­მის არ მუ­შა­ობ­და) რე­ა­ლუ­რი თუ პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხ­რე­ე­ბის ბირ­თ­ვ­თან, ვი­საც ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მე­სიჯ­-­ბოქ­სის პრი­მი­ტი­ვიზ­მი და მი­ტინ­გ­ზე „ჯოს-ჯოს" ძა­ხი­ლი. არა­და, ნამ­დ­ვი­ლი პარ­ტია სწო­რედ ეს ბირ­თ­ვი­ა, რო­მე­ლიც რა­ღაც ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ობს პარ­ტი­ის იდენ­ტო­ბის და სტრა­ტე­გი­ის გან­საზღ­ვ­რა­ში და არა მხო­ლოდ ელის, რო­დის და­უ­ძა­ხე­ბენ მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის. ამ მხრივ გა­დაწყო­ბა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყოს, მაგ­რამ ამის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა.

გრძელ­ვა­დი­ა­ნო­ბა. რო­გორც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი, ისე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პე­რი­ო­დი­დან ნაც­მოს გა­მოჰ­ყ­ვა ურ­გენ­ტუ­ლო­ბის, სას­წ­რა­ფო­ო­ბის, არი­ქა­-ა­რი­ქას სინ­დ­რო­მი: ახ­ლა­ვე, მაქ­სი­მუმ ხვალ სა­ღა­მოს­თ­ვის უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ მი­ზანს, თო­რემ ზეგ გვი­ან იქ­ნე­ბა. ამ­გ­ვარ გან­წყო­ბას თა­ვი­სი გა­მარ­თ­ლე­ბაც ჰქონ­და: მის გა­რე­შე მთავ­რო­ბა ალ­ბათ ვერ შეძ­ლებ­და იმ­დენს, რამ­დე­ნიც შეძ­ლო. მაგ­რამ ახ­ლა ნაც­მოს გრძელ­ვა­დი­ან მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დაწყო­ბა მო­უ­წევს. ბევრ მის მომ­ხ­რეს უჭირს იმ აზ­რის ატა­ნა, რომ „ქოცები" ერთ და ორ თვე­ში არ წავ­ლენ: ად­რე ზუს­ტად ასე­თი ემო­ცი­ე­ბი ლე­კავ­და ნაც­მოს ოპო­ზი­ცი­ა­საც, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უახ­ლო­ეს გა­ზაფხულ­ზე ან შე­მოდ­გო­მა­ზე უნ­დო­და „ამათი მო­შო­რე­ბა". რო­გორც ეს სი­სუ­ლე­ლე იყო ნაც­მოს ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, დღეს იგი­ვე გან­წყო­ბა არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლია „ანტიქოცური" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. ცხა­დი­ა, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა მზად უნ­და იყოს ყო­ველ­გ­ვა­რი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სი­ტუ­ა­ცი­ის­თ­ვის, მაგ­რამ მან უნ­და იცო­დეს, რომ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, უცებ არა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

მოქ­ნი­ლო­ბა და კო­ა­ლი­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ა. ჩვენ არ ვი­ცით, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თუ არა თავს ნაც­მო და, მით უმე­ტეს, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მაგ­რამ მთლად ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, ის ოდეს­მე ისევ მოგ­ვევ­ლი­ნოს ისეთ ცალ­სა­ხად დო­მი­ნან­ტურ ძა­ლად, რო­გო­რა­დაც ამ ცო­ტა ხნის წინ გვახ­სოვს. ერთ მდი­ნა­რე­ში, რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, ორ­ჯერ ვერ შეხ­ვალ. ნაც­მო და მი­სი მომ­ხ­რე­ე­ბი უნ­და შე­ე­გუ­ონ, რომ მა­თი სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მათ მოქ­ნი­ლო­ბა­ზე და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის უნარ­ზე, ანუ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე იმ ხალ­ხ­თან, ვინც დღეს მა­თი აქ­ტი­უ­რი ოპო­ნენ­ტი­ა.

ლი­დე­რო­ბა. დღე­ვან­დე­ლი ნაც­მოს ერ­თ­-ერ­თი სიძ­ლი­ე­რე ისა­ა, რომ ის აღარ აღიქ­მე­ბა ერ­თი ადა­მი­ა­ნის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მომ­ხ­რე­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად. კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი­ა, რომ მტრე­ბიც ზო­გა­დად „ნაცებს" ლან­ძღა­ვენ და არა მხო­ლოდ „მიშას". რო­ცა ვთქვი, რომ ნაც­მოს ახ­ლა გა­უჩ­ნ­და „ნამდვილ პარ­ტი­ად" ქცე­ვის შან­სი, ამა­საც ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. მაგ­რამ ეს სიძ­ლი­ე­რე შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად იქ­ცეს სი­სუს­ტედ, თუ ის ლი­დერ­თა შო­რის ბრძო­ლას და პარ­ტი­ის გახ­ლე­ჩას მო­ი­ტანს – რაც ასე­ვე ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა. პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ა­თა შე­ჯა­ხე­ბა ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და ლა­მა­ზი სენ­ტენ­ცი­ე­ბის გა­მე­ო­რე­ბა: „დაიოკეთ ამ­ბი­ცი­ე­ბი სა­ერ­თო საქ­მის­თ­ვის", სი­სუ­ლე­ლე­ა. აქ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ მხო­ლოდ ორი რამ: (1) ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში აქვს მო­მა­ვა­ლი, თუ მან დაძ­ლია ერ­თი ლი­დე­რის პარ­ტი­ის სინ­დ­რო­მი, და (2) რაც მე­ტად შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ის ლი­დე­რებს, ვის­თა­ნაც პარ­ტი­ის მთა­ვა­რი კო­ზი­რი – მი­სი წარ­სუ­ლი მიღ­წე­ვე­ბია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და რაც უფ­რო შეძ­ლე­ბენ ისი­ნი ერ­თად მუ­შა­ო­ბას, მით წარ­მა­ტე­ბის მე­ტი შან­სი ექ­ნე­ბათ.

 

კომენტარები