Georgia - NATO

აპატურაი: NATO-მ კავკასიას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს

ჯეიმს აპატურაი
http://www.nato.int/

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის თქმით, NATO კავკასიისთვის მეტი ყურადღების დათმობას აპირებს.

ვესტნიკ კავკაზას ინფორმაციით, ამის შესახებ აპატურაიმ, პიატიგორსკში მიმდინარე რეგიონული უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საერთაშორისო კონფერენციაზე გამართული ტელეხიდისას განაცხადა.

აპატურაის თქმით, კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და NATO-მ მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, ალიანსის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების გამყარებაა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც NATO და რუსეთი ვერ თანხმდება, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. 

კომენტარები