ლომისობა - უძველესი ქართული სატაძრო დღესასწაულია. აღინიშნება სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათს. როგორც სულთმოფენობა, ლომისობაც მოძრავი დღესასწაულია და ის აღდგომის თარიღიდან აითვლება. ლომისას სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე - სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. დღესასწაული ქრისტიანობისა და წარმართობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. დღესასწაულზე პირუტყვის შეწირვა მასშტაბურ ხასიათს იღებს. სისხლის გუბეები ლომისობის განუყოფელი ნაწილია.
tbl.ge/g6l
დაკოპირდა