აშშ-ის ელჩი

ნორლანდი: დარწმუნებულნი ვართ, საქართველო გააგრძელებს განვითარებას

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია მხარი დაუჭიროს საქართველოს და დაეხმაროს ქვეყანას დემოკრატიის განვითარებაში.

"ეს არის დადასტურება, რამდენად ენდობა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. ეს ნდობა ემყარება არა მარტო წარსულ წარმატებულ თანამშრომლობას, არამედ იმას, რომ დაწმუნებულები ვართ, საქართველო გააგრძელებს განვითარებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა დანიელ იოჰანესმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რამდენად წარმატებული ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. 

კომენტარები