სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველო

სრულიად საქართველოს მუფთი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

ჯემალ პაქსაძე
ტაბულა

სრულიად საქართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე გულის შეტევით კლინიკაშია გადაყვანილი. ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მუფთის ჯანმრთელობის გაუარესება მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. მუფთი ვერ შეძლებს პარასკევის ტრადიციული ლოცვის აღვლენას ბათუმის მთავარ მეჩეთში.

"კლინიკა მედინაში მოვინახულე მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია. მას გულის შეტევა ჰქონდა. ვფიქრობ, იმ სიტუაციაში, რაშიც ბოლო დღეების განმავლობაში მუფთი იმყოფებოდა, ამ შედეგამდე მიიყვანა. ის დღეს პარასკევის ლოცვას ვერ დაესწრება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", - ამბობს ნაკაიძე.

კომენტარები