ჟურნალისტების აქცია

დვანში ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს

radiotavisupleba.ge

სოფელ დვანში 200-მდე ქართველი ჟურნალისტი ამ წუთებში აქციას მართავს, პარალელურად კი ადგილობრივი მოსახლეები საკუთარი სახლების დემონტაჟს ახორციელებენ და ხეებს ჭრიან.

ჟურნალისტები ე.წ სადემარკაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.

ქართველ სამხედროებს ე.წ საზღვართან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები აქვთ მიღებული. ცოტა ხნის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ე.წ საზღვართან გამოჩნდა დეფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რობერტ გაზაევი და ქართველ მესაზღვრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. გაზაევის თქმით, აღნიშნული ტერიტორია ე.წ სამხრეთ ოსეთის იურისდიქციაში შედის. ის ამჟამადაც ე.წ საზღვართან იმყოფება და ელოდება ქართველი სამხედროების პასუხს.

ჟურნალისტებმა საოკუპაციო საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რასაც ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მდგარი ოსური მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

კომენტარები