მარიუს ვიზერის ვიზიტი

მარიუს ვიზერი: საქართველო იმსახურებს ძიუდოში გრან პრის მასპინძლობას

msy.gov.ge

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის და სპორტული ორგანიზაცია სპორტ აკორდის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ვიზერი საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, მოგვიანებით კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარესთან ორი ხელშეკრულება გააფორმა.

მემორანდუმის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო ტურნირს გრან პრის სტატუსი მიენიჭება, ხოლო მეორე შეთანხმებით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ქართულ სკოლებში ამ სპორტის სახეობის სწავლებას, ხელშეწყობასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. შევხვდით პრემიერმინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს და ვხედავთ თუ როგორი დიდი ინტერესი არსებობს ძიუდოს მიმართ თქვენს ქვეყანაში. საქართველოს ძიუდოში მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს და ვფიქრობ, იმ ყოველივეს გათვალისწინებით, რასაც ბოლო პერიოდში ქართულ ძიუდოში ვხედავთ, თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უმაღლესი დონის ტურნირის - გრან პრის მასპინძლობას", - განაცხადა მარიუს ვიზერმა.

კომენტარები