აღმასრულებელი ხელისუფლება

პრეზიდენტი და პრემიერი საზოგადოებას გიორგობას ულოცავენ

წმინდა გიორგის მონუმენტი
ლევან ვერძეული / wikipedia.org

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე მილოცვები გამოაქვეყნეს.

"წმინდა გიორგი ჩვენი ყველაზე სანუკვარი რწმენის - ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ამიტომაც არის იგი გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ჩვენი ქვეყანა დღეს ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ერთიანობის შენარჩუნებითა და მომავლის რწმენით, ყველა პრობლემას დავძლევთ და ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ", - წერს მარგველაშვილი მილოცვაში.

პრემიერმა ღარიბაშვილმა facebook-ზე პოსტერი დადო, სადაც წმინდა გიორგის ხატის ფონზე მილოცვა წერია:

"ჩემო თანამემამულეებო, გიორგობას გილოცავთ! წმინდა გიორგი ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანია, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. გამარჯვებას და სიკეთეს ვუსურვებ მთელ საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს" - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები