NBA

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში NBA-ში ყველაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა

NBA-ში მორიგი მატჩი გამართა ბრუკლინ ნეტსმა, რომლის რიგებშიც ქართველი თორნიკე შენგელია ასპარეზობს. სეზონის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გუნდი ქართველს D ლიგაში გაანათხოვრებდა, თუმცა ნეტსის რიგებში არსებული ტრავმიანობიდან გამომდინარე, შენგელიამ უკვე რამდენჯერმე მოირგო ბრუკლინის ფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელები დენვერ ნაგეთსთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (87-111) , თორნიკე შენგელიამ წლევანდელ სეზონში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ქართველის ანგარიშზე 17,39 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. აღსანიშნავია, რომ ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ბრუკლინელთა რიგებში საუკეთესო 22 ქულით ყოფილი ატლანტელი ჯო ჯონსონი იყო.

კომენტარები