თბილისის საკრებულო

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თბილისის საკრებულო დატოვა

ხვიჩა სანაია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა დააკმაყოფილა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ახალი თბილისის თავმჯდომარის, ხვიჩა სანაიას განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატის, სანაიას განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე დღეს შევიდა. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისთვის, 2013 წლის განმავლობაში, ხვიჩა სანაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენჯერმე დაიბარეს.

კომენტარები