საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები შეკრებაზე ნასვამები გამოცხადდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ თუშიშვილი სპორტული რეჟიმის დარღვევისთვის, ძიუდოს ფედერაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გაზეთი ლელო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქევხიშვილის განმარტებით, თუშიშვილი, თანაგუნდელ ლაშა ტაველურთან ერთად, შეკრებაზე ნასვამი გამოცხადდა და სწორედ ეს არის მისი დისკვალიფიკაციის მიზეზი.

ფედერაციამ თუშიშვილის ერთი წლით, ხოლო ტაველურის ექვსი თვით დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად ამისა, განაჩენი საბოლოო არ არის და გადახედვას ექვემდებარება, მაგრამ თუშიშვილის საქმე 3, ტაველურისა კი 2 თვეზე ადრე ვერ გადაიხედება და ესეც იმ პირობით, თუ მათზე პასუხისმგებლობას პირადი მწვრთნელები აიღებენ.

კომენტარები