შეტაკებები უკრაინაში

რუსეთის ფედერაციული საბჭო: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა უკრაინის საქმეებში

council.gov.ru

რუსეთის ფედერაციულმა საბჭომ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკაშირებით სპეციალური განცხადება მიიღო. საბჭოს წევრები უკრაინის ოპოზიციას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი უცერემონიოდ ერევა უკრაინის შიდა საქმეებში და ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას ახდენს.

რუსეთის ფედერაციის საბჭო მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, შეწყვიტონ სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

კომენტარები