ლარის კურსის ცვლილება

ხადური: ლარის კურსის გაუფასურება დროებითი პროცესი იყო

financial.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსი მყარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფლაცია დროებითი იყო. ლარის კურსთან დაკავშირებით, ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო დროებითი მოვლენა და ამ პროცესზე არ შეიძლებოდა ძალიან დიდი აქცენტის გადატანა. ყველაფერი ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორი მეტყველებს იმას, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება არ იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი“, - განაცხადა ხადურმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.7653-ია, ხოლო ევროსთან - 2.3877.

ლარის კურსმა ვარდნა 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. 

კომენტარები