ვანო მერაბიშვილის საქმე

ღარიბაშვილი: რა გასატაცებელია ვანო მერაბიშვილი

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

გირგვლიანის გატაცების და მკვლელობის ფაქტის თანამონაწილე მერაბიშვილი ამბობს, რომ ის გაიტაცეს საკნიდან და ბუნებრივია, ეს არის აბსურდი და სასაცილო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გატაცემა მოგონილია და ლოგიკას არის მოკლებული.

"მე ძალიან მომეწონა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული რიტორიკული შეკითხვა - რომ რა მოხდა მერე, ფარცხალაძემ რომ გაიტაცა მერაბიშვილი და გაიყვანა, გააუპატიურა თუ რა უქნა?" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. "პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - თქვა მერაბიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები