NATO-საქართველოს ურთიერთობა

ტერასი: საქართველომ 2008 წელს ცეცხლის გახსნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

diletant.ru

საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც 2008 წელს ცეცხლი გახსნა - ამის შესახებ ლენარტ მერის კონფერენციაზე, ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა რიჰო ტერასიმ განაცხადა.

მისი თქმით საქართველო სწორ გზაზე დგას, NATO-ს კარგი პარტნიორია და ერთ დღეს აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. რიჰო ტერასის თქმით, უკრაინას საქართველოს მსგავსად ყირიმში ცეცხლი, რომ გაეხსნა ახლა პოლიტიკურ პროცესებს სწორად წარმართავდა.

”სწორი რეფორმებისა და კარგი პარტნიორობის წყალობით საქართველო მზად იყო 2008 წელს ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იცოდა ტერიტორიას დაკარგავდა, მათ მაინც იბრძოლეს. იქ დაძაბულობა იყო და მათ ისროლეს.  ყირიმში უკრაინელ სამხედროებსაც რომ ესროლათ, ალბათ ყირიმს უკრაინა მაინც დაკარგავდა, მაგრამ ეს მათ საშულებას მისცემდა პოლიტიკური პროცესები სწორად წარემართათ. ამიტომ მე ვფიქრობ საქართველომ სწორად მოიქცა, ისევე როგორც 1939 წელს ფინეთი მოიქცა სწორად როდესაც რუსეთს ებრძოლა, ტერიტორიები დაკარგა მაგრამ იბრძოლა. თუ ასე გააგრძელებს საქართველო ის ერთ დღეს აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ საჭიროა თქვენი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება. თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი ძალები რათა დაიცვათ ქვეყანა და შემდეგ გაწევრიანდეთ ალიანსებში” - განაცხადა რიჰო ტერასიმ.

 

 

კომენტარები