ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

ოლანდი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღესდღეობით არ არის დაცული და აღდგენილი. ეს პრობლემა კვლავ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, 2008 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე არ სრულდება". ამის შესახებ ოლანდმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

ამასთან, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს ივნისში მოაწერს. მისი თქმით, "საქართველო გახსნილია თავისი მეზობლების მიმართ", მათ შორის, რუსეთთან. აქედან გამომდინარე, ოლანდის შეფასებით, საქართველოში შემოსვლა ნიშნავს რეგიონის ყველა ქვეყნის ბაზართან დაკავშირებას.

"ასოცირების ხელშეკრულება სრულად უნდა განხორციელდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ერთის მხრივ პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიც მოწმობს საქართველოს მისწრაფებას იყოს ევროპული ოჯახის წევრი. მეორეს მხრივ, მას გააჩნია ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან საქართველო მიიღებს არა მხოლოდ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას ევროპისგან, არამედ მას ექნება საშუალება გავიდეს ევროპულ ბაზარზე. ასევე, ევროპელებსაც და მათ შორის, საფრანგეთსაც შესაძლებლობა ექნებათ შემოვიდნენ ქართულ და ზოგადად რეგიონის ბაზარზე უფრო მეტი ძალით, ვინაიდან საქართველო გახსნილია თავისი მეზობლების მიმართ. მაგალითად რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან მიმართებაში. საქართველოს ასევე პრივილეგირებული ურთიერთობები აქვს თურქეთთან. აქედან, გამომდინარე საქართველოში შემოსვლა ნიშნავს რეგიონის ყველა ბაზართან დაკავშირებას" - განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები