თამარ ივერი ჰომოფობიურ სკანდალში

ოდიშარია: თამარ ივერს აქვს თავისი აზრი და ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის

გურამ ოდიშარია
primetimenews.ge

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას შეფასებით, ოპერის მომღერალს თამარ ივერს აქვს თავისი აზრი და არაფერია მის განცხადებებში ტრაგიკული.

"ჩემთვის პირადად, არსებობს ვთქვათ და სულ სხვა აზრი. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ეს მისი აზრია და მისაღებია, მისი ცხოვრებაა. ჩვენ ერთი ცხოვრებით ვიბადებით ამ ქვეყანაზე და თამარსაც აქვს თავისი აზრი და აქ არავითარი ტრაგიკული რამ არ არის", - განუცხადა ოდიშარიამ რუსთავი 2-ს.

ჰომოფობიური განცხადების გამო, ოპერა ავსტრალიამ თამარ ივერს კონტრაქტი შეუწყვიტა. ერთი წლის წინ ოპერის მომღერალმა LGBT საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა. ოპერა ავსტრალიის წარმომადგენლებმა ივერის განცხადებას ”ძალიან არაკორექტული” უწოდეს.

კომენტარები