უგულავას საქმე

საგამოძიებო სამსახურმა უგულავას საქმეზე ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა

is.ge

ტელეკომპანია იმედმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალა გამოაქვეყნდა, რომელიც თბილსის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს.

ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია გიორგი კაპანაძისა და გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის საუბარი, რომელიც თანხების გადაცემას ეხება:

"კაპანაძე: -ამაზე მეუბნებოდი რამეს? აბა რავი, რამდენიც გინდა, 200 000 დოლარი? კაროჩე, მე ხელმოწერილს გადმოგიგდებ. მე დღეს შენ თვითონ მეუბნები, შენ მზად ხარ.
ღონიაშვილი: ისინი? ისინი მზად არიან.
კაპანაძე: ისინი უკვე თუ მეუბნები ჟელეზნად, მე ხვალ გამომაქვს ორასი, აგერ მოვიტან.
ღონიაშვილი – არა.
ღონიაშვილი – 350 ათი ათასი
კაპანაძე: ანუ შენ წახვედი, შენ დაახურდავე 350 ათი ათასი ლარი.
ღონიაშვილი: ხო ეგ არის ეხლა 200 რომ გავამრავლოთ 1,75 და 8-ზე არის ამდენი 350 000
კაპანაძე: გავიგე ახლა ზუსტად 350 000 მიგაქვს შენ"

ტელეკომპანია იმედმა ასევე წარმოადგინა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიმოწერაც, რომლის თანახმად, გამოძიების ინფორმაციით, უგულავა ღონიაშვილსა და კაპანაძისგან თანხების გადმორიცხვას ითხოვდა. ეს თანხმები, გამოძიების ვერსიით, ნაციონალური მოძრაობის უკანონო დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედება. ამავე ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, ხოლო ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნაა გამოცხადებული. უგულავასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.პროკურატურა თბილისის ყოფილი მერისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები