ელჩები

პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩს რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა. რევაზ გაჩეჩილაძე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 7 ივლისს დანიშნა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და რევაზ გაჩეჩილაძემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

კომენტარები