ბაქო: გუშინ სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 130-ჯერ დაარღვია

cp.ge

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 130-ჯერ დაარღვიეს. აზერბაიჯანულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლის გახსნეს. სამხედროებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

აზერბაიჯანული სააგენტოების ცნობით, გიადაბეკის რაიონში სომხური ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 14 წლის გოგონა დაშავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გამყოფ ხაზზე მოწინავე პოზიციები მოინახულა. შეშფოთება კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციით ევროკავშირმა გამოთქვა. ბრიუსელმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

8 ან 9 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სოჭში შეხვდებიან და შექმნილ ვითარებას განიხილავენ. ბაქოში თურქეთის ელჩის განცხადებით, თურქეთის პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება და მასთან ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზებს განიხილავს.

 

 

კომენტარები