სტალინის ძეგლი

სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი უკვე მოხსნეს

www.ipn.ge

თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი უკვე მოხსნეს. თელავის მუნიცუპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, მონუმენტი ადგილობრივებმა თვითნებურად დაამონტაჟეს, რაც კანონდარღვევაა. ამ დრომდე უცნობია, ვინ დადგა სტალინის ბიუსტი სოფლის ცენტრში და ამიტომ სანქციები ვერ განხორციელდება.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სტალინის მონუმენტის დემონტაჟს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სოფელში ფულს შეაგროვებენ ბიუსტის შესაძენად. 

თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა სახელობის სკვერში წუხელ, გვიან ღამით უცნობმა პირებმა დადგეს.

სტალინის ბიუსტი ბოლო ორი წლის განმავლობაში აკურაში რამდენჯერმე აღადგინეს. ერთი წლის წინ, მონუმენტი აქტივისტების ჯგუფმა ვარდისფრად შეღება, რის შემდეგაც, მისი დემონტაჟი მოხდა.

კომენტარები